გაერო: “შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას”

06 იანვარი 2022, 12:00 846 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეს-სპიკერის სტეფან დიუჟარიკის განცხადებით, გაერო შეშფოთებით ადევნებს თვალს და აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. „ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და წამოჭრილი საკითხები დიალოგის საშუალებით მოაგვაროს“, – განაცხადა დიუჟარიკმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი