მოლაპარაკებების მეორე რაუნდი

15 დეკემბერი 2016, 00:00 2092 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 38-ე რაუნდის დასრულების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ორივე სამუშაო ჯგუფში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. გაიმართა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე. ასევე, დაისვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი.  მონაწილეებმა საქართველოდან 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავება მოითხოვეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე ყურადღება გაამახვილეს. თემის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დარბაზი დატოვეს, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას.- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო უწყებაც. სამწუხაროდ, თანათავმჯდომარეების მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ნეიტრალური ვარიანტი კვლავ დაბლოკა ქართულმა მხარემ. თბილისი კვლავ ცდილობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ინტრუზიული მონიტორინგისთვის „უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების” შესახებ ფორმულირების თავზე მოხვევას. აღნიშნული საკითხის განხილვა შემდეგ რაუნდზე მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი