აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა პრესკონფერენცია, რომელიც მისი მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავზე უნდა გამართულიყო.
ტრამპმა "მიკერძოებულობასა და არაკეთილსინდისიერებაში" დაადანაშაულა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებს იძიებს.
ტრამპის განცხადებით, კაპიტოლიუმზე შტურმის წლისთავთან დაკავშირებულ საკითხებზე 15 იანვარს არიზონაში დაგეგმილ მიტინგზე ისაუბრებს.