ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - აშშ-ის საელჩოს კრიტიკა და შეფასებები

04 იანვარი 2022, 19:48 1038 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება, პოლიტიკური შეფასებები დღის მთავარი თემაა. ოპოზიცია დასავლელი პარტნიორის მხრიდან ასეთ კრიტიკულ ტექსტს სხვა დროს ვერ იხსენებს, როცა აშშ-ის საელჩოს ამგვარი მკაცრი ტონი მაღალი ხარისხის შეშფოთებას აჩვენებს. მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ განცხადებაში არის უზუსტობები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არავითარი სამსახური არ გაუქმებულა, სინამდვილეში მოხდა კონკრეტული სამსახურის გაყოფა ორ ნაწილად.  აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში კი წერია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი