ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა დაფიქსირდა 

03 იანვარი 2022, 12:51 935 ნახვა

ახალი წლის დღეებში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 231 შემთხვევა გამოვლინდა. 97 გამოძახება თბილისში დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 20 პაციენტი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მონაცემებით, რეგიონებში დაფიქსირებულია 134 შემთხვევა, ხოლო ჰოსპიტალიზებულია 40 პაციენტი.

რაც შეეხება კვებითი ინტოქსიკაციას, დაფიქსირდა 41 შემთხვევა.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის მონაცემებით, 12 შემთხვევა იყო თბილისში, ჰოსპიტალიზებულია 3 პაციენტი.

რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 შემთხვევა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზებულია 12 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი