საქართველოში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

03 იანვარი 2022, 10:48 877 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 789 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.

2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 032 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 413, „პისიარ“ ტესტით –7 619.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 6,27%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,77%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა - 91, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 15, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 902 948 გამოჯანმრთელდა, 13 942 კი, გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი