პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

29 დეკემბერი 2021, 20:23 943 ნახვა

პარლამენტმა "ქართული ოცნების" ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კენჭისყრაზე 82 მომხრე და 13 წინააღმდეგი იყო.

კანონმდებლები ცვლილებებზე დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში  მსჯელობდნენ. 

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი