საქართველოში ''ომიკრონის'' 60-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი 

28 დეკემბერი 2021, 12:45 1020 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ''ომიკრონის'' შტამის 60-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 

თამარ გაბუნიას თქმით, მთავარი რისკი, რომელიც ვირუსის ამ შტამს უკავშირდება არის სწრაფი გავრცელება. 

''ასეთ დროს კი საჭიროა საწოლფონდის მობილიზება. საველე  ჰოსპიტლის გამოცდილება გვაქვს და ესეც არ არის დიდი გამოწვევა, თუკი ამის საჭიროება დადგა.  ''ომიკრონის'' შემთხვევები საშუალო სირთულით მიმდინარეობს. მითუმეტეს თუ პაციენტი აცრილია, რისკები არის  მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენი გამოცდილება ამაზე მიუთითებს. იმ პირების უმრავლესობა ვინც ინფიცირებულია და აცრილია მსუბუქად მიმდინარეობს. 

ჰოსპიტალური სექტორი 9 100 საწოლით მობილიზებული რჩება. თუ საჭირო გახდა მოხდება სასტუმროების მობილიზება'' - განაცხადა გაბუნიამ.  

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. 

მისივე თქმით,  2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს.

„დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს. 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაავადების მძიმე მიმდინარეობა არ არის. ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში