28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2966 პირი.
გუშინ საქართველოში 42 772 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.74% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.02%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 063 შემთხვევა, აჭარა - 213, იმერეთი - 439, ქვემო ქართლი - 110, შიდა ქართლი - 171, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 227, კახეთი -148, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 336 საიდანაც: 4 951 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 096, აჭარაში - 497, იმერეთში - 956. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 275 პირი, მათ შორის, თბილისში - 581, აჭარაში - 121, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 297 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 35, იმერეთში - 27. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 191- აჭარაში. 20 528 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 852 ადამიანი.