პოლარიზაციის და პოლიტიკური დაპირისპირების კვალ და კვალ, არ იცვლება მძიმე ეპიდემიური ვითარება, სწორედ ამ ფონზე მოუწევს ჯანდაცვის სისტემის მმართველი პოზიციის დაკავება ზურაბ აზარაშვილს,რომელიც არ არის სამედიცინო სამყაროს წარმომადგენელი, თუმცა მმართველ გუნდში თვლიან, რომ მას დიდი მენეჯერული გამოცდილება აქვს და სწორედ ეს არის მისი მთავარი ძალა და პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნას არ სჭირდება სპეციფიკური ცოდნა, ბუნებრივია საპირისპირო მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ ექიმების ოჯახში გაზრდა კარგ სამედიცინო სფეროს მცოდნედ არ გაქცევს.