კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ორსულების მდგომარეობა

25 დეკემბერი 2021, 19:38 802 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული ორსულები და ბავშვები. როგორც მაუწყებელმა გაარკვია, სტატისტიკა გაზრდილია. 23 ორსულიდან , რომლებიც ბათუმის სამშობიარო სახლში  მკურნალობენ მხოლოდ ერთია ვაქცინირებული. სწორედ ვაქცინირებული მშობლებია ერთადერთი  გამოსავალი, იმისთვის, რომ მცირეწლოვნები არ დაინფიცირდნენ. ორსულების გარდა, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობამ იმატა კლინიკებში. ექიმების პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, რადგან წინ წინასაახალწლო დღეებია, საქართველო კი იმ 110 ქვეყნის ჩამონათვალშია სადაც ,,ომიკრონი“   ცირკულირებს. კორონავირუსის ეს ახალი შტამი კი ინფიცირებულთა რაოდენობას მნიშვენლოვნად გაზრდის-გვაფრთხილებენ ექიმები.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში