ქრისტესშობას აღნიშნავს პროტესტანტული ეკლესიაც, ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტესშობის ღვთისმსახურება აღესრულა.წინა საშობაო სამზადისს ,,ადვენტს“ შობამდე 4 კვირით ადრე იწყებენ. 24 დეკემბერს საღამოს ეკლესიაში იკრიბებიან, სრულდება გალობა და იკითხება ღვთის სიტყვა. პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე 1995 წლიდან მოქმედებს.