ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტესშობის ღვთისმსახურება აღესრულება

პროტესტანტი ქრისტიანები მომზადებას შობამდე 4 კვირით ადრე იწყებენ, წინა საშობაო სამზადისს ისინი ,,ადვენტს“ უწოდებენ.

პროტესტანტი ქრისტიანები 24 დეკემბერს საღამოს იკრიბებიან ეკლესიაში სრულდება გალობა და იკითხება ღვთის სიტყვა.

პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე 1995 წლიდან მოქმედებს.