საგამოძიებო სამსახურმა სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ოზურგეთის რაიონში, შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, განახორციელეს ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მონტაჟი, სადაც სისტემატურად ხდებოდა სხვადასხვა ჯიშის ხის მასალის დახერხვა-დამუშავება. გამოძიება დაწყებულია და დანაშაული 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.