შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით 4 პირი დააკავა, მათ შორისაა რუსეთის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტი და ე.წ-ლი ,,ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის აუდიო ჩაწერა განახორციელეს, სადაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.