რა პერსპექტივა აქვს ეროვნული თანხმობის მცდელობას მასობრივი შიმშილობის ფონზე? - ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ეროვნული თანხმობის პროცესს პოზიტიურად აფასებს დანარჩენი ოპოზიციაც. მიაჩნიათ, რომ მხარეებმა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება უნდა შეძლონ. შერიგების პერსპექტივას ვერ ხედავენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდის განმარტებით, შერიგებას სჭირდება ორმხრივი მზაობა, რისთვისაც, მათი თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი მზად არ არის.