ამ დროისთვის „ომიკრონის" 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა - თამარ გაბუნია

23 დეკემბერი 2021, 13:07 934 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის 15 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

მისივე განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება 

"ეპიდემიოლოგიური სურათი ბუნებრივია უაღრესად საყურადღებო რჩება, თუმცა, იმედისმომცემია ის კლების ტენდენცია, რომელიც გასული 2 კვირის განმავლობაში აღინიშნა გავრცელებულ "დელტა" შტამთან მიმართებაში.

ქვეყანაში "ომიკრონის" შტამის გავრცელება განსაკუთრებით ართულებს ეპიდემიოლოგიურ პროგნოზებს. როგორც იცით, საქართველოში 24 შემთხვევა დადასტურდა, ამჟამად კვლევაშია 15-მდე ნიმუში, რომელიც "ომიკრონზეა" საეჭვო. ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გამკაცრება. ეს არის რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, განსაკუთრებით პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება ",- აღნიშნავს გაბუნია.

საქართველოში "ომიკრონის" ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა, ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი