ომიკრონი უკვე საქართველოშიც ტემპს იკრეფს

22 დეკემბერი 2021, 19:39 1070 ნახვა

"ომიკრონთან" მიმართებაში ინფექცია კონტაქტიდან 5 დღის პერიოდში ვლინდება. როგორც "დელტა" შტამს ყელის, თავისა და სახსრების ტკივილი ახასიათებს. მისი დადგენა ახალი PSR ტესტით არის შესაძლებელი, რომელიც "ომიკრონს" ავლენს. დაასრულებს, თუ არა პანდემიას "ომიკრონი ? -სამედიცინო საზოგადოება ამ საკითხზე მსჯელობს. თუმცა, მანამდე "ომიკრონი", დელტა შტამი, სეზონური გრიპი და "ტვინდემიის" საფრთხე - ეს ყველაფერი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ სირთულეს ქმნის.მედიკოსების მთავარი მოწოდება კვალვ ვაქცინის გაკეთებაა. ჩინურით ვაქცინირებულებს მე-3 დოზის გაკეთება სრული აცრიდან 3 თვის შემდეგ შეუძლიათ. ფაიზერით და ასტარაზენეკათი აცრილებს 5 თვიდან. კორონაგადატანილებს კი გამოჯამრთელებიდან ოცდამეათე დღის შემდეგ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი