მასობრივი შიმშილობა ნაცმოძრაობის შტაბ-ბინაში

22 დეკემბერი 2021, 19:41 1049 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" მასობრივი შიმშილობის პირველი დღე. პროტესტის მონაწილეები პარტიის ოფისთან კარვებში არიან, ადგილზე პერიოდულად მიდიან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც. „შიმშილობას ვერავინ ვერავის დაავალდებულებს“ - ასე ამბობს ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრი. და იმასაც, რომ პროტესტის ეს ფორმა ხელს არ უშლის დიალოგის პროცესს, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. ნაციონაულირ მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას იწუნებს ოპოზიციის ნაწილი, რომელთა თქმით, ეს პარტიის უხეში შეცდომაა და დროს არასწორად ხარჯავენ. ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწყებულ მასშტაბურ შიმშილობას უპერსპექტივოს უწოდებენ ქართულ ოცნებაში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი