ორი ახალი და ამდენივე ძველი მინისტრი-რეგიონის მთავრობის სავარაუდო წევრები ცნობილია. ზურაბ პატარაძის გუნდში 5 თვის შემდეგ ისევ 2 ახალი მინისტრობის კანდიდატია. თუკი მათ უმაღლესი საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს. ახლა ჯერი იმაზეა, დაუჭერენ თუ არა მათ მხარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.