30 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან

22 დეკემბერი 2021, 15:51 870 ნახვა

30 წელი გავიდა თბილისის სამოქალაქო ომიდან.1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და 1992 წლის 6 იანვარს, ღამით დასრულდა, როდესაც ზვიად გამსახურდიამ თავის მომხრეების ნაწილთან ერთად მთავრობის სასახლე დატოვა. ოფიციალური მონაცემებით, დაპირისპირებამ 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თარიღი ეროვნული მოძრაობის ვეტერანებმა ბათუმში გაიხსენეს. როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში