გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

22 დეკემბერი 2021, 12:36 888 ნახვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ნაცნობთან 1984 წელს დაბადებულ რ.ზ.-სთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფ.ა.-მ, რომელიც ქ.ო.-სთან და ე.ა.-სთან ერთად ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში იმყოფებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რ.ზ.-ს ავტომობილის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.ზ. სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი