ბათუმში, ტაბიძის 17 -ა ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო 9 სართულიანი კორპუსში საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია და სარდაფში ანტისანიტარიას იწვევს, დგას უსაომოვნო სუნიც. ამბობენ, რომ მერიის შესაბამის სამსახურს 6 თვის წინ მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. საქალაქო ინსფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოსახლეობის პრობლემას იცნობენ, შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვითაც მერია სამუშაოების განხორციელებას 2022 წელს გეგმავს.