მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე მილიონ ლარამდე არადეკლარირებული თანხა აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან შემოვიდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა. მძღოლმა მებაჟე ოფიცერთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ დასადეკლარირებელ ნივთებს არ ფლობდა, თუმცა ეჭვის საფუძველზე, ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგა 21 მილიონ 680 ათასი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.