ჯანმო - „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე შეწყვეტილი სიცოცხლე“

21 დეკემბერი 2021, 12:29 865 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვისგან თავი შეიკავონ. ჯანმო-ს დირექტორმა პლანეტის მოსახლეობას მოუწოდა „რთული გადაწყვეტილება“ მიიღონ და წელს შობა-ახალი წლის ღონისძიებებს არ დაესწრონ. „თითოეული ჩვენგანი დაიღალა ამ პანდემიით. ყველა ჩვენგანს სურს, გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ყველას სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ყველაზე სწრაფი გზა ამის გასაკეთებლად არის რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მისაღებია საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად. ღონისძიების გაუქმება სიცოცხლის შეწყვეტაზე უკეთესია. სჯობს ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში