აშშ-ში „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

21 დეკემბერი 2021, 12:26 999 ნახვა

აშშ-ის ტეხასის შტატის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შტატში „ომიკრონ“ შტამით დაინფიცირებული პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ვაქცინირებული არ იყო და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირების შემთხვევების 70%-ზე მეტი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის. კორონავირუსისომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში