სამართალდამცველები რამაზ გერლიანს ეძებენ

20 დეკემბერი 2021, 19:44 1135 ნახვა

გაუჩინარებული ეკონომისტის ძებნა. ჩხრეკა ჩატარდა რამაზ გერლიანის სამუშაო ადგილას და დაკითხეს მისი ყოფილი მეუღლე. საპოლიციო უწყებაში ელოდებიან პოლიციელს, რომელსაც გერლიანი გაუჩინარებამდე ზეწოლასა და თვალთვალში ადანაშაულებდა. ოჯახს უჭირს ვერსიებზე საუბარი - მათთვის უცნობია, რა გახდა მამაკაცის გაუჩინარების მიზეზი, ან სად შეიძლება ახლა ის იყოს. გარკვეული პრობლემების არსებობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ოჯახის სხვა წევრებსაც, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, რამაზ გერლიანს მათთან კონკრეტულ დეტალებზე ღიად არ უსაუბრია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში