ბათუმი საახალწლო სამზადისისთვის აქტიურ ფაზაშია.ევროპის მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სცენაზე დღეს კონცერტი 18 საათზე დაიწყება და ყოველდღიურ რეჟიმში 7 იანვრამდე გაგრძელდება, რომელშიც ადგილობრივი მუსიკოსები მიიღებენ მონაწიეობას. ტერიტორიაზე მოწყებილია ჯიხურები, სადაც საახალწლო და ხელნაკეთი ნივთების შეძენაა შესაძლებელი. მოედანზე მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და კვების ობიექტები. საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დროებით ჩაიკეტა ევროპის მოედანზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. ნაძვის ხე 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.