საქართველოში "ომიკრონის" შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
"ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის იზოლაციაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.