14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დიაკუსიების შეხვედრებზე და ასევე, სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი “ცხელი ხაზი”