დროა გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ ახალ პოლიტიკაზე - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი 2021, 19:35 636 ნახვა

ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება უკვე გადაღლილია ქვეყანაში არსებული პრობლემებით, რასაც პანდემიაც ემატება.

"30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო გამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე. ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება, არავის არ სურს, რომ დავინახოთ გამეორებული ეს ფურცლები წარსულის, რომელიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, ეს არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს.

ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რასაც ყველა განიცდის, არის გაუსაძლისი ყველასთვის, ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები და პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა საით უნდა წავიდეთ. ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხი, შიდა განვითარება, ამ სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს. ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო, ვართ რაღაცნაირად მიბჯენილი, შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს გვავიწყდება. დროა, ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი