ფაიზერი ომიკრონის შტამთან ეფექტურია – ეპიდემიოლოგები ახალი დასკვნის შესახებ

16 დეკემბერი 2021, 11:51 887 ნახვა

ომიკრონ შტამის წინააღმდეგ ფაიზერის ვაქცინა ეფექტურია, განცხადება ცოტა ხნის წინ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა გააკეთა. ივანე ჩხაიძემ სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაურა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. როგორც მედიკოსი ამბობს, 78 ათასი პაციენტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამჯერ ნაკლებად გვიცავს ომიკრონისგან ფაიზერი, ანუ დაცვის ეფექტი სულ რაღაც  33% ია, რადგან ომიკრონი სრულიად განსხვაბებული მუტაციაა. ამიტომ იგი მოსახლეობის აცრისკენბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებს.  ივანე ჩხაიძე აცხადებს,  რომ რეინფიცირების შანსი ძალიან მაღალია, განსაკუთრებით კი ბავშებში და ამ მხრივ, როგორც მედიკოსმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თქვა, 20%-ით  მეტი იქნება ბავშვების ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის თქმით, მეორე პოზიტიური დეტალია ამ დასკვნაში ის, რომ  ომიკრონით ავადობა სულ სამ დღეს გრძელდება და ის ძალიან ჰგავს გაციებას, ხშირ შემთვევაში კი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.   რეგულაციების უგულებელყოფის გამო ეპიდვითრება გართულდება, მაშინ როცა ომიკრონის შემოსვლა გარდაუვალია. რაც შეეხება ბოლო 24 საათის ეპიდვითარებას, დაინფიცირდა 3 ათას  123 ადამიანი,  ერთ დღეში კი გარდაიცვალა 39 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი