აზარტული თამაშების რეგულირება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს

15 დეკემბერი 2021, 14:47 1089 ნახვა

სათამაშო ბიზნესის ახალი და გამკაცრებული წესები. პროექტს  პარლამენტი ამ წუთებში პირველი მოსმენით  დაჩქარებული წესით განიხილავს, წლის ბოლომდე კი საბოლოოდ უნდა იქცეს კანონად. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება, კერძოდ საგადასადო  და  სარეკალმო ნაწილებს, ასევე დაწესდება   ასაკობრივი კატეგორიაზე  შეზღუდვა,  რაც 1 მილიონ ადამიანს  შეეხება.  წარმოდგენილი კანონპროექტით 50 მლნ-ით  ნაკლებ შემოსავალს მიიღებს სახელწმიფო , თუმცა  საგადასახადო ნაწილის გაზრდით 230 მლნ ლარით გაიზრდება შემოსავლები- ასეთია სახელმწიფოს მოლოდინი. თუ დოკუმენტი  კანონის სახეს მიიღებს, მაშინ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები სპორტულ გუნდებს აღარ დააფინანსებენ. ამავე  საკანონმადებლო ინიციატივით იკრძალება რეკლამა აზარტული თამაშების, რასაც მედიამენეჯერების  პროტესტი მოჰყვა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში