ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რეალური ევროინტეგრაციის დრო მოვიდა და არ შეიძლება მათი მომავლის გაწირვა. კუბილიუსი აცხადებს, რომ დამშვიდება რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მეტ მუქარასა და შანტაჟს იწვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატო-ში უნდა გაწევრიანდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას.