აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი

15 დეკემბერი 2021, 11:51 919 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრება. ოფიციალურ მიწვევაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო მონაწილეობა, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტების სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად თემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის იქნება მორიგი შესაძლებლობა საერთო ღირებულებების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირებისთვის. ნატოს გენერალური მდივანი დღეს ნატოს შტაბბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიიღებს. იენს სტოლტენბერგი და ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადებებსაც გააკეთებენ. ევროკავშირიში საქართველოს წარმომადჰენელი აცხადებს, რომ ბოლო 4 წელიწადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გამართულა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები საქართველოსთის მნიშვნელოვანია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი