ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ, დღეს, 15 დეკემბერს, მოადგილეები ოფიციალურად წარადგინა.
ვიცე-მერის პოზიციაზე დავით ვერულიძე იმუშავებს, რომელიც ქობულეთის ყოფილი მერის, მირიან ქათამაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
დავით ვერულიძე ახალი მოწვევის ქობულეთის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იყო. მას დეპუტატის მანდატი ოფიციალურად ბიუროს სხდომაზე შეუჩერდა, ვერულიძის ნაცვლად კი საკრებულოში სიის მომდევნო ნომერი ზაზა თხილაიშვილი შევიდა.
დავით ვერულიძე 2014-2015 წლებში კი ქობულეთის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის საინვესტიციო განვითარების სამსახურის სპეციალისტად. 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა ქობულეთის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებას. 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე იკავებდა ქობულეთის მერის მოადგილის პოზიციას.
ქობულეთის მერის მეორე მოადგილე მინდია რომანაძე იქნება. მინდია რომანაძე 1998-2004 წლებში იყო ქობულეთის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი ინსპექტორი. 2013-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი იყო. 2018-2021 წლებში კი მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.
''დავით ვერულიძესა და მინდია რომანაძეს აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება. ეს კანდიდატურები, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის გამო შევარჩიეთ. ისინი ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ ქობულეთის საკეთილდღეოდ. ისინი ღირსეულად გაართმევენ თავს თავიანთ დაკისრებულ მოვალეობებს' - განაცხადა ქობულეთის მერმა.