მოსალოდნელია თუ არა პურზე ფასის ზრდა?

14 დეკემბერი 2021, 20:20 1320 ნახვა

საქართველოში ხორბლის იმპორტი შემცირებულია. ქვეყანამ ნოემბერში 40%-ით ნაკლები ხორბალი შეიძინა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხორბლის იმპორტის შემცირება გამოწვეულია რუსეთის მხრიდან ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემოღებით. მხოლოდ გასულ კვირას, რუსეთმა 80-დოლარიანი საბაჟო გადასახადი ხორბალზე 10 დოლარით, 90 დოლარამდე გაზარდა. ასოციაციის განმარტებით, აუცილებელია ეკონომიკურმა გუნდმა დამატებითი დამზღვევი მექანიზმი შეიმუშაოს. გაძვირდება თუ არა პური? ეს დღეს მთავარი კითხვაა. ექსპერტთა ნაწილი ამბობს და ვარაუდობს, რომ ჯერ-ჯერობით ფასი სტაბილურია და ცვლილება არ იგეგმება

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი