„ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა 10 000-ს გადააჭარბოს - ბიძინა  კულუმბეგოვი

14 დეკემბერი 2021, 17:34 972 ნახვა

კორონავირუსის ახალი შტამი ''ომიკრონი'' საქართველოში ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის ქვეყანაში მალე გამოჩნდება და დომინანტური გახდება.  

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ომიკრონის“  გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული დღიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს გადასცდეს.

''წინასწარი ეპიდემიოლოგიური და სერაპრევალენტობის კვლევების მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 50 %-ზე მეტი ინფექციის მიმართ მოწყვლადები არიან. ეს არის ჩვენი მოსახლეობის თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი მოქალაქე, რაც სერიოზული საფრთხის წინაშე გვაყენებს, რადგან თუ დღეს ჩვენ გვაქვს 3 000-დან 5 000-მდე შემთხვევა, „ომიკრონის“ დომინაციის შემთხვევაში, იქნება ექსპონაციური ზრდა. შესაძლოა, ჩვენთან ოფიციალურად გამოვლენილმა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბოს, რაც იქნება სრული კატასტროფა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის და სრული კოლაფსის წინაშე დაგვაყენებს.

მოსახლეობის ნახევარი არის მიმღები ამ ინფექციის მიმართ, ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ვაქცინა, ანუ ხელოვნურად შეიძინონ იმუნიტეტი. ეს გვაყენებს სერიოზული რისკის წინაშე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და „ომიკრონის“ გავრცელების რისკებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„ომიკრონის“ პირველი შემთხვევის დადასტურებიდან სამი კვირა გავიდა.  ის უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 13 დეკემბერს დადასტურდა „ომიკრონით'' გარდაცვალების პირველი შემთხვევა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი