ზამთრის სასკოლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება - სწავლა კი 17 იანვარს განახლდება 

14 დეკემბერი 2021, 10:49 1267 ნახვა

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება. პირველი სემესტრის ბოლო სასწავლო დღე 29 დეკემბერი იქნება.

2021-2022 წლების სასწავლო ცხრილის მიხედვით, დასვენების დღეები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვინაიდან 15 და 16 იანვარი შაბათი და კვირაა, სკოლებში სწავლა ორშაბათს, 17 იანვარს განახლდება.

კერძო სკოლები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში