ეპიდვითარება და „ომიკრონის“ გავრცელების საფრთხეები

13 დეკემბერი 2021, 17:39 698 ნახვა

საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის ახალი ვარიანტი უკვე დაფიქსირებულია-ეს ეპიდემიოლოგების ნაწილის ვერსიაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოში „ომიკრონი“ ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა, მისი სწრაფი გავრცელების და მიგრაციის გამო რისკები არსებობს. სპეციალისტები გამოსავალს ისევ ვაქცინაციაში ხედავენ, მით უფრო მაშინ როცა წინ სადღესასწაულო დღეებია, რაც სავარაუდოდ ქვეყანაში მობილობასაც გაზრდის. ექიმების პროგნოზით ეპიდემიოლოგიური მდგომარება კიდევ უფრო გართულდება თუ არ ვატარებთ ნიღაბს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას და არ ავიცრებით. მათ კი, ვისაც უკვე შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება ურჩევენ, რომ დროულად აიცრან მესამე დოზით. ეპიდვითარება კი ქვეყანაში უცვლელი და კვლავ მძიმეა. 46 ადამიანის სიცოცხლე ემსვერპლა ვირუსს, ქვეყანაში კოვიდ 19-ით სულ  12 700-ზე მეტი გარდაცვლილია.  1527  ადამიანი  დაინფიცირდა ერთ დღეში.  მათ შორის 97 აჭარაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი