პოლიტიკური ვითარება, მართლმსაჯულება და საარჩევნო რეფორმა - ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპარლამენტარებთან საუბრობენ.
ამ დროისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები პარლამენტში იმყოფებიან.
უკვე დასრულდა შეხვედრა ფრაქცია "ლელოს" წარმომადგენლებთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" . დეპუტატების განცხადებით, მთავარი საკითხები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხებოდა.