ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქმიანობას "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
"გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ ჩემი შემდეგი საქმიანობა გავაგრძელო პარტია "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები.
ვთვლით, რომ იმ პროექტებით, რომლებიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, განვითარების გარკვეული ეტაპი უკვე დაიხურა, ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.