აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულები დაკრძალეს

09 დეკემბერი 2021, 18:50 909 ნახვა

შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი