საქართველოსთვის ე.წ. 3+3 ფორმატი მიუღებელია, მონაწილეობა არც განიხილება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

09 დეკემბერი 2021, 14:00 962 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობას არც კი განიხილავს.

მისივე თქმით, ამის შესახებ პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

დარსალია ამბობს, რომ საქართველოსთვის ეს ფორმატი მიუღებელია.

„ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა. ამაზე ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის დროსაც ისაუბრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ საქართველო ამ ფორმატი მონაწილეობას არ განიხილავს, შესაბამისად, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას და არც განიხილავს ასეთ შესაძლებლობას. ამაზე ყოველთვის არის საქართველოს ცალსახა პოზიცია – ჩვენთვის ეს ფორმატი მიუღებელია და ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. შესაბამისად არც ახლა და არც მომავალში ასეთ ფორმატებში მონაწილეობა არც განიხილება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში ხვალ იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი