თემურ სამხარაძე კლასიკურ სამჭიდში ევროპის ჩემპიონია.
შვედეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე სამხარაძე 23 წლამდელთა წორის +120 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და საუკეთესო შედეგი 940 კგ დააფიქსირა.
თემურმა ჩაჯდომაში 362.5 კგს გაართვა თავი, წოლჭიმში 217.5 კგ დააფიქსირა, ხოლო ამოწევაში 360 კილოგრამი უნაკლოდ ამოწია და ჯამში 940 კგ. დაფიქსირდა.
სამხარაძემ უახლოეს კონკურენტს იტალიელ ჯაკომო ბიფაროს 47.5 კგ აჯობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თემურ სამხარაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.