გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებით რუსეთის მხრიდან არანაირი სურვილი და მოტივაცია არ ჩანს, რომ წინ წავიწიოთ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი დღის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, რუსეთის მხრიდან ხისტი ზეწოლის განხორციელების მცდელობაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ფორმატისთვის შეუსაბამო თემები ჩაისვას.