ვიზალიბერალიზაცია

13 დეკემბერი 2016, 00:00 3034 ნახვა

ბრიუსელში ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიას შორის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.  ამის შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა. მისი თქმით, 20 დეკემბერს აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი განიხილავს. მინისტრის თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და ღია კითხვები აღარ არსებობს. კითხვაზე- მოესწრება თუ არა პროცესის დასრულება წლის ბოლომდე, ლაიჩაკმა უპასუხა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან არსებობს პროცედურები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი