ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

07 დეკემბერი 2021, 10:58 966 ნახვა

ჟენევაში  საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი იწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხარე განსახილველ საკითხებად მცოცავ ოკუპაციას, გატაცებებს, ადამიანის უფლებების დარღვევასა და საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს დააყენებს.

წინა 54-ე რაუნდზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, ქართულმა მხარემ მთავარ საკითხებად წარმოადგინა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.

ჟენევაში მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 7-8 დეკემბერს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი