იძულებით გადაადგილებული 130 ოჯახი ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონებას შეძლებენ - თურნავა 

06 დეკემბერი 2021, 13:38 1122 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული პირები ფართების სიმბოლურ ფასად დაკანონებას შეძლებენ. 

ნათია თურნავას თქმით, საუბარია 130 ოჯახზე. მათ შორის ქობულეთსა და თბილისში. 

მოქალაქეებს დაუკანონდებათ ის ფართები, სადაც წლებია ცხოვრობენ. 

​''იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ქონების გადაცემა განვახორციელეთ სიმბოლურად ფასად. 5 ბინათმშენებლობის კოოპერატივს, რომელიც შედგება იძულებით გადაადგილებულ პირებისგან, ეს არის 300-ზე მეტი ადამიანი, ვინც ქობულეთში და თბილისში  ერთ ლარად საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართებს მიიღებს. იმ კორპუსებში სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებულები. ეს არის სხვენები, სარდაფები, სხვადასხვა ფართი, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ. 

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. პერიოდულად, სიმბოლურ ფასად დავუკანონებთ მოქალაქეებს ფართებს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამა თუ იმ მისამართზე და აქამდე დაკანონებული არ ჰქონდათ'' - განაცხადა თურნავამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი