პუტინის და ბაიდენის ვიდეოკონფერენცია

05 დეკემბერი 2021, 12:00 561 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს, ვიდეო ფორმატით შეხვედრისას უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.„ბაიდენი ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. ცნობილია, რომ  შეხვედრაზე განხილული იქნება სხვა საკითხებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი